რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევში რეაქტიული დრონებით ჩრდილოეთის ხიდს დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ჩრდილოეთის ხიდი მდინარე დნეპრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთთან აკავშირებს.
ხიდზე დარტყმის ფაქტი კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა. მისი განცხადებით, დაზიანებულია გზის საფარი და ტროლეიბუსების საკონტაქტო ქსელი.
„ჩრდილოეთის ხიდზე დაზიანდა გზის საფარი და ტროლეიბუსის საკონტაქტო ქსელი. ხიდზე მოძრაობა მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით დროებით გადაკეტილია“, – განაცხადა კლიჩკომ.