ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შუალედურ არჩევნებზე, 15:00 საათის მდგომარეობით, ხმა 901-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 40.49%-ს შეადგენს.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე ნაწილდება: ახმეტაში ხმა მისცა 93-მა ამომრჩეველმა – 34.19%-მა; დმანისში – 129-მა, რაც 49.05%-ია; წალკაში – 352-მა, ანუ 34.82%-მა; ხოლო ვანში – 327-მა ამომრჩეველმა, რაც 48.16%-ს შეადგენს.

ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ამომრჩევლები საკრებულოების ოთხ მაჟორიტარ წევრს ირჩევენ. კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება.