რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების გადაწყვეტილება საბრძოლო მოქმედებების შეზღუდვას არ ითვალისწინებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების გადაწყვეტილება საბრძოლო მოქმედებებში რაიმე შეზღუდვას არ გულისხმობს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, აცნობა, რომ რუსეთი მზად არის, უკრაინის საკითხზე სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები ნოემბრის პირველ ნახევარში განაახლოს.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი შესაძლოა ნოემბერში, აბუ-დაბიში გაიმართოს.