“ კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს,” – ინფორმაციას Reuters -ი ავრცელებს. „დღეს, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა მმართველ საბჭოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას აცნობა, რომ 2027 წლის 7 თებერვალს თანამდებობას დატოვებს“, – ნათქვამია ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.
კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად 2027 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო.