ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა Financial Times-ს ვლადიმერ პუტინთან საუბრის შესახებ სტატიის შესწორება სთხოვა.  იონას გარ სტორეს განცხადებით, გამოცემა Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებს სატელეფონო საუბრის დროს „ისტორიის ლექცია“ წაუკითხა, „სიმართლეს არ წარმოადგენს“. მანამდე, გამოცემამ დაწერა, რომ ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრის თითქმის მთელი დრო უკრაინასთან „კონფლიქტის ისტორიულ ძირეულ მიზეზებზე“ საუბარს დაუთმო. „ჩვენ Financial Times-ს ამ ინფორმაციის შესწორება ვთხოვეთ, რადგან ეს სიმართლე არ არის“, – განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს 2014 წლიდან დღემდე არსებული ვითარების საკუთარი ვერსია წარადგინა.

„ამიტომ მტკიცება იმისა, რომ მან ლექცია სლავურ ისტორიაზე წაიკითხა, სიმართლეს არ შეესაბამება“, – აღნიშნა იონას გარ სტორემ.