საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევის მიხედვით, 2026 წლის მესამე კვარტალში გამოკითხული კომპანიების 22%-მა თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა, ხოლო მეოთხე კვარტალში ანაზღაურების ზრდას 30% გეგმავს.
ხელფასები ყველაზე მეტმა კომპანიამ მშენებლობის სექტორში გაზარდა — მაჩვენებელმა 77% შეადგინა. ამავე სექტორში წლის ბოლო კვარტალში ხელფასების მატებას კომპანიების 69% გეგმავს.
კვლევის თანახმად, მესამე კვარტალში კომპანიების 32%-მა თანამშრომელთა რაოდენობა გაზარდა, მეოთხე კვარტალში კი დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას 36% ელოდება.
ამასთან, გამოკითხული კომპანიების 61%-მა მესამე კვარტალში გაყიდვების ზრდა დააფიქსირა, ხოლო მეოთხე კვარტალში ზრდას 68% ვარაუდობს.
ბიზნესკლიმატის ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0,8 ქულით გაუმჯობესდა და 48,4 ქულა შეადგინა.