გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის ამანათების დამატებით მიღებას იწყებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამანათების მიღება 20 და 21 ნოემბერს იქნება შესაძლებელი.
ამანათების მიღების განრიგი:
- 20 ნოემბერი – 09:00-დან 18:00 საათამდე;
- 21 ნოემბერი – 09:00-დან 15:00 საათამდე.
უწყებამ ასევე გამოაქვეყნა იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალი და დასაშვები რაოდენობები, რომელთა გაგზავნაც ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის იქნება შესაძლებელი.
ნებადართული პროდუქტების ჩამონათვალი:
- საქონლის ხორცი (შემწვარი ან მოხარშული) – ჯამში არაუმეტეს 3 კგ;
- ქათამი (შემწვარი ან მოხარშული) – არაუმეტეს 2 კგ;
- ყველი – 3 კგ;
- ხაჭაპური – 3 ცალი;
- ლობიანი – 3 ცალი;
- კიტრი – 2 კგ;
- პომიდორი – 2 კგ;
- კექსი – 1 ცალი.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, კექსი უნდა იყოს კრემისა და ზედაპირზე ნებისმიერი სახის საფარის, მათ შორის შაქრის პუდრის, მინანქრისა და სხვა ინგრედიენტების გარეშე.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელ ხაზზე – 1500.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.