ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, გლოვის დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში ბუნებრივი აირის დაგროვებით გამოწვეულ აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას განაგრძობენ.
15-საათიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.