აშშ-მა უკრაინას თხოვნით მიმართა, 25, 26 და 27 აგვისტოს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმები შეეჩერებინა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა პატივს სცემს პარტნიორი ქვეყნების სურვილს, რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდეს და სწორედ ამ კონტექსტში ისაუბრა აშშ-ის მხრიდან მიღებულ თხოვნაზე.
“როდესაც ამერიკელებმა მოგვმართეს თხოვნით, დარტყმები შეგვეჩერებინა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე 25, 26 და 27 აგვისტოს, ჩვენ ეს პაუზა ავიღეთ. დარტყმები არ იყო. იყო დარტყმები უკრაინაზე. როდესაც სხვა ზესახელმწიფომ მოგვმართა თხოვნით, გარკვეული დროით პაუზა აგვეღო ვლადივოსტოკის მიმართულებით დარტყმებში – ამასაც უზრუნველვყოფთ”,- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვში ამჟამად ახალი შეხვედრებისთვის მზადება მიმდინარეობს და უკრაინა ამ გარემოებასაც გაითვალისწინებს.
“ყოველთვის მხარს ვუჭერთ მშვიდობისკენ ყოველ ნაბიჯს, იმისკენ, რომ რუსეთმა ეს ომი უსასრულო არ გახადოს. საჭიროა ომის დასასრული და ლიდერები სწორად ეუბნებიან ამას პუტინს. ამიტომ, დიპლომატიისთვის, მოლაპარაკებებისთვის – როდესაც პარტნიორები მოგვმართავენ ამის თაობაზე – ჩვენ უზრუნველვყოფთ რუსული ცის დრონებისგან გაწმენდას გარკვეული დროით და გარკვეულ მიმართულებებზე,” – განაცხადა ზელენსკიმ.