შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ორი პირი დააკავეს. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „ალფა-პვპ“, „მცენარე კანაფი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღეს.
ერთ-ერთი დაკავებულისგან ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები. პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო მასალებიც აღმოაჩინა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. შსს-ს განცხადებით, აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.