ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის“, მარატ კამბოლოვის განცხადებით, ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოსთან სატრანზიტო გზის გახსნისთვის მზად არ არის.
მისი თქმით, საკითხის მიმართ არსებობს როგორც მორალური, ისე ნორმატიულ-სამართლებრივი ბარიერები და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებული მყარი გარანტიები სჭირდება.
„მეკითხებოდნენ საქართველოსთან საზღვრის გახსნაზე ჩვენი რესპუბლიკის გავლით ტრანზიტისთვის. პირდაპირ ვიტყვი: სამხრეთ ოსეთი ამისთვის ჯერ მზად არ არის – არც მორალურად, არც ნორმატიული ბაზის თვალსაზრისით. ჩვენი ერისთვის უსაფრთხოების საკითხი დაკავშირებულია გადატანილ ომთან და დანაკარგებთან. ნებისმიერი გადაწყვეტილება აქ მყარ გარანტიებს საჭიროებს. ეკონომიკური სარგებელი არ შეიძლება ხალხის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი იყოს“, – განაცხადა კამბოლოვმა.