უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა პოზიტიური და პროდუქტიული იყო.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასრულებისა და შესაძლო დეესკალაციის საკითხები განიხილეს.

ზელენსკის თქმით, აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს. მისივე განცხადებით, საუბარი შეეხო ისეთ ნაბიჯებს, რომლებმაც შესაძლოა დიპლომატიური პროცესის დაწყებას შეუწყოს ხელი.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის გუნდები აგრძელებენ მუშაობას უკრაინაში Patriot-ის რაკეტების წარმოების დაწყების საკითხზე.

ზელენსკის განცხადებით, ეს უკრაინას საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის და უკრაინის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას გააგრძელებს.

შეხვედრაზე, ზელენსკის ინფორმაციით, ასევე განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხები, მათ შორის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მიმართულებით ზამთრის პაკეტის მომზადება.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს, მის გუნდსა და ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის.