ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეერთებული შტატების ახალ ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის ამტკიცებს, რომ ნეთანიაჰუს მიზანი პატიმრობის თავიდან აცილებაა.
„ბოლოს, როცა „საქმის ბოლომდე მიყვანა“ გსურდათ, ირანი კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდა. გსურთ, ბედი კიდევ ერთხელ სცადოთ? სცადეთ. თუმცა, ფრთხილად იყავით – ჩვენც გვაქვს დაუსრულებელი საქმეები. ნეთანიაჰუ ამერიკას კიდევ ერთ ომში ითრევს, რათა თავად ციხეს გადაურჩეს და სულაც არ ადარდებს, რა შედეგები მოჰყვება ამას ისრაელისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ აშშ-ის პრეზიდენტზე“, – აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.