ხმების 72%-ის დათვლის შემდეგ, ისრაელის პარლამენტში ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი 54 მანდატს მოიპოვებს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი  ავრცელებს.

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი უპირატესობას ინარჩუნებს და 54 მანდატს, ხოლო მისი კონკურენტის, გადი აიზენკოტის ბლოკი კი 48 მანდატს აგროვებს.

წინასწარი მონაცემების თანახმად, არაბული პარტიები 18 მანდატს მოიპოვებენ.

ისრაელის 120-ადგილიან ქნესეთში უმრავლესობის მოსაპოვებლად 61 მანდატია საჭირო.