უკრაინის ქალაქ დნიპროში სამგზავრო მატარებელზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 5 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რეაქტიული დრონით დნიპროს რკინიგზის სადგურის პლატფორმასთან ახლოს მყოფ სამგზავრო მატარებელს, რომელიც დნიპრო–ზაპოროჟიეს მიმართულებით მოძრაობდა, დაარტყეს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები, მედიკოსები და სამართალდამცველები მუშაობენ.