აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების მოწოდებით გამოვა.

 ტრამპმა  აღნიშნა, რომ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებთან ირანის ომის დასრულების საკითხსაც განიხილავს.  ამასთან, ტრამპის თქმით, შესაძლებლობა თუ იქნება, ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ცალკე შეხვდება.   „ზუსტად არ ვიცი, მაგრამ პუტინს შევხვდებოდი. თუ შესაძლებელი იქნება, შევხვდებოდი“, – განუცხადა   ტრამპმა ჟურნალისტებს ფილიპინებში.  ამასთან, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსაც შეხვდეს.  „შეხვედრა მასაც სურს, ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა მან.