აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის ტერიტორიაზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, 17 ნოემბერს ამერიკულმა სამხედრო ავიაციამ ირანის კეშმის კუნძულზე მდებარე სარაკეტო გაშვების ობიექტს შეუტია.
ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, სამხედრო ოპერაცია ირანის მიერ აშშ-ის პერსონალისა და ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ ჩატარდა.
Reuters-ის ცნობით, სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომელიც ანონიმურობის პირობით საუბრობდა, ოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვა.
ამ ეტაპზე არ გავრცელებულა ინფორმაცია თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ.
ასევე უცნობია, მოჰყვა თუ არა აღნიშნულ სამხედრო ოპერაციას ირანის ოფიციალური რეაგირება.
წყარო:
www.reuters.com