ავღანეთში, სკოლის მახლობლად აფეთქების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 97 დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ToloNews-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქუნარის პროვინციაში ერთ-ერთი სკოლის მახლობლად მდებარე სამთო-მოპოვებითი სამუშაოებისთვის განკუთვნილი ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობი აფეთქდა. როგორც ცნობილია, აფეთქება ქალაქ ასადაბადში მოხდა.
ქუნარის პროვინციის პოლიციის პრესსპიკერის, თქმით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის სკოლის მოსწავლეებიც არიან.