აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„აბუ-დაბიში მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი დაიწყო. მოლაპარაკებების პროცესი სამმხრივ ფორმატში დაიწყო – უკრაინა, აშშ და რუსეთი. შემდეგ მოხდება ცალკეულ ჯგუფებში მუშაობა კონკრეტული მიმართულებებით, რის შემდეგაც დაგეგმილია პოზიციების ერთობლივი სინქრონიზაცია.
ვმუშაობთ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკაფიო დირექტივების ფარგლებში, რათა მივაღწიოთ ღირსეულ და ხანგრძლივ მშვიდობას. სახელმწიფოს მეთაურს მოლაპარაკებების თითოეული ეტაპის პროგრესის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით,”-აცხადებს უმეროვი.