„2024 წლის ოქტომბრიდან „ქართულმა ოცნებამ“, საქართველოს მმართველმა პარტიამ, ქვეყანა დამოუკიდებლობის შემდეგ ადამიანი უფლებების ყველაზე მძიმე კრიზისში გადაუშვა. მათ 20-ზე მეტი ახალი კანონი მიიღეს, რომლებიც სახელმწიფოს ძალაუფლებას აფართოებენ განსხვავებული აზრის ჩასახშობად და სასამართლოსთვის დამოუკიდებლობის წასართმევად.

რეპრესიებმა თანაბრად მოიცვა სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები და პოლიტიკური ოპოზიცია. ხელისუფლებამ ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები გაყინა, რომლებიც იურიდიულ დახმარებას უწევენ დემონსტრანტებს, დაპატიმრებულ ჟურნალისტებს, და ოპოზიციური ფიგურები დაიბარა ყალბ სასამართლო პროცესებზე და პატიმრობა მიუსაჯა მათი ძალაუფლების არაღიარებისთვის. მშვიდობიან პროტესტს ახლა შედეგად მოჰყვება დიდი ჯარიმები და ხანგრძლივი პატიმრობები.

ბრიფინგი შეისწავლის ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესებას, „ქართული ოცნების“ განსხვავებული აზრის დასასჯელად და დემორალიზებისთვის ტაქტიკებს, და წინ მიმავალ გზას საქართველოსთვის,”-აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.