ისტორიაში პირველად, ფიგურულ მოციგურავეთა საქართველოს ნაკრები ოლიმპიადის გუნდური ტურნირის ფინალში იასპარეზებს.
მილანში, ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდური ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებიდან ბოლო ნიკა ეგაძემ გამოვიდა. მოკლე პროგრამაში მან 84.37 ქულა დააგროვა და ნაკრებს გუნდური 5 ქულა მოუტანა. სულ მოგროვებული 25 ქულით კი ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრები ფინალურ ეტაპზე 5 საუკეთესო გუნდს შორის იასპარეზებს.
ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ტურნირის ფინალში უკვე იასპარეზა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა, რომელმაც თავისუფალ ცეკვაში 117,82 ქულა მოიპოვა. სპორტულ ცეკვებში მიღწეული შედეგით კი საქართველომ გუნდური 7 ქულა მიიღო, რის შედეგადაც ამ ეტაპზე 32 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.
დღეს თავისუფალი პროგრამით ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი გამოვა, ამავე დღეს იასპარეზებენ ნიკა ეგაძე და ანასტასია გუბანოვა. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება.