ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთისთვის გადასაცემად დრონებისა და რაკეტების კომპონენტებს ამზადებენ.
,,შაბათს ღამით, რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, 400-ზე მეტი დრონითა და სხვადასხვა ტიპის 40-მდე რაკეტით. ამ შეიარაღების წარმოება შეუძლებელია კრიტიკული უცხოური კომპონენტების გარეშე, რომლებსაც რუსები სანქციების გვერდის ავლით კვლავ იღებენ. მსგავსი კომპანიების, კერძოდ, კომპონენტების მიმწოდებელი და რაკეტებისა და დრონების მწარმოებელი კომპანიების წინააღმდეგ ახალ სანქციებს ვაწესებთ.
სია მოიცავს იმ კომპანიებს, რომელთა მეშვეობითაც რუსული რაკეტებისა და დრონების წარმოებაში გამოყენებული კომპონენტების მიწოდებისთვის თანხების გადახდა ხდება. ასევე, სანქციები დაწესდა იმ სააგენტოების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის კრიპტო ბაზარსა და მაინინგის ოპერაციებს მხარს უჭერენ. აღნიშნული გადაწყვეტილებების ნაწილი ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში შევა, რომელიც დასკვნით ეტაპზეა.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან და ვზრდით ზეწოლას აგრესორზე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინას მხარს უჭერს,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.