„გაერთიანებული სამეფო, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები დარწმუნებულები არიან, რომ ალექსეი ნავალნი სასიკვდილო ტოქსინით მოწამლეს.

ეს ჩვენი მთავრობების დასკვნაა, რომელიც ალექსეი ნავალნის ნიმუშების ანალიზს ეყრდნობა. ამ ანალიზებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ ადგილი ჰქონდა ეპიბატიდინს.

რუსეთმა განაცხადა, რომ ნავალნი ბუნებრივი მიზეზებით მოკვდა. მაგრამ ეპიბატიდინის ტოქსიკურობისა და სიმპტომების გათვალისწინებით, რომელთა შესახებაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, მისი გარდაცვალების ძალიან სავარაუდო მიზეზი მოწამვლა იყო. ნავალნი ციხეში ყოფნის დროს გარდაიცვალა, ანუ რუსეთს ჰქონდა მისი მოწამვლის საშუალებები, მოტივი და შესაძლებლობები,”-აღნიშნულია განცხადებაში.