აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

,,ლიდერებმა განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა მიმდინარე კონფლიქტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბიურობას აფრიკაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, ასევე რეგიონული უსაფრთხოების წინაშე არებული გამოწვევები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და დასავლეთ ნახევარსფეროში. მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება ვენესუალში სტაბილურობის ხელშეწყობისა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებების მიმართ. მდივანმა რუბიომ და მისმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს დიდი შვიდეულის თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის გლობალური საფრთხეების მოსაგვარებლად,”-აღნიშნულია განცხადებაში.