,,რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ბრალდებებს და მათ მიკერძოებულად და უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიღებთ ასეთ ბრალდებებს, არ ვეთანხმებით მათ. ჩვენ მათ მიკერძოებულად და უსაფუძვლოდ მივიჩნევთ და კატეგორიულად უარვყოფთ მათ,”-ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ცნობისთვის, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, გერმანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთმა ალექსეი ნავალნი სამხრეთამერიკული ბაყაყის შხამით მოწამლა.