პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის   ფორმატში, პრემიერ-მინისტრს მოუსმინეს. ირაკლი კობახიძე პარლამენტში ფრაქციამ „ქართული ოცნება“ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მიიწვია. 

„მინდა გითხრათ, რომ გააქტიურებულია მიგრაციის დეპარტამენტის მუშაობა და ჩვენ, სავარაუდოდ, დაახლოებით 1 თვეში, მაქსიმუმ აპრილში, გვექნება დაზუსტებული მონაცემები არალეგალური მიგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, არალეგალი მიგრანტების რაოდენობა საქართველოში შეადგენს, დაახლოებით, 20 000-ს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დაახლოებით, 2 თვეში, მაქსიმუმ, გვექნება დაზუსტებული მონაცემები. 107 000+20 000 – ეს არის მთლიანობაში 127 000, ამას ემატება, დაახლოებით 125 000-მდე უკრაინის მოქალაქე, რომელიც ბინადრობის და ნებართვის გარეშე იმყოფება საქართველოში. რჩება, დაახლოებით, 100 000 მიგრანტი ამის მიღმა. საიდან მოდის ეს მაჩვენებელი – საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, ერთის გამოკლებით, სარგებლობს ამ პრივილეგიით საქართველოში, არა მარტო ევროკავშირის, არამედ ევროპის ყველა ქვეყანაზეა საუბარი. ამ პრივილეგიით სარგებლობს ასევე შუა აზიის ყველა ქვეყანა და ე.წ. ყურის ყველა ქვეყანა,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაული არის ნამდვილი სენი, რომელიც პრობლემაა ქვეყნისთვის და ის შედეგები, რომლებიც გვაქვს გასული თვეების განმავლობაში, ნამდვილად გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გვექნება ხელშესახები, დადებითი ცვლილებები ამ მიმართულებით.” მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა მინისტრს, გელა გელაძემ საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. დასძინა,  რომ მიგრაციის მიმართულებითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო დროინდელი შედეგები არის შთამბეჭდავი.

კობახიძის განცხადებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა 257 ათასს შეადგენს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ რაოდენობაში მათ შორის არალეგალი მიგრანტები შედიან. მისი თქმით, „საქსტატი“ 25 ივნისს დაზუსტებულ სტატისტიკას გამოაქვეყნებს.

„მინდა გითხრათ, რომ გააქტიურებულია მიგრაციის დეპარტამენტის მუშაობა და ჩვენ, სავარაუდოდ, დაახლოებით 1 თვეში, მაქსიმუმ აპრილში, გვექნება დაზუსტებული მონაცემები არალეგალური მიგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, არალეგალი მიგრანტების რაოდენობა საქართველოში შეადგენს, დაახლოებით, 20 000-ს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დაახლოებით, 2 თვეში, მაქსიმუმ, გვექნება დაზუსტებული მონაცემები. 107 000+20 000 – ეს არის მთლიანობაში 127 000, ამას ემატება, დაახლოებით 125 000-მდე უკრაინის მოქალაქე, რომელიც ბინადრობის და ნებართვის გარეშე იმყოფება საქართველოში. რჩება, დაახლოებით, 100 000 მიგრანტი ამის მიღმა. საიდან მოდის ეს მაჩვენებელი – საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ 1 წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ევროპის ქვეყნები. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, ერთის გამოკლებით, სარგებლობს ამ პრივილეგიით საქართველოში, არა მარტო ევროკავშირის, არამედ ევროპის ყველა ქვეყანაზეა საუბარი. ამ პრივილეგიით სარგებლობს ასევე შუა აზიის ყველა ქვეყანა და ე.წ. ყურის ყველა ქვეყანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, უცხოელი სტუდენტების საკითხსაც შეეხო. 

„რაც შეეხება იმას, თუ როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა საქართველოში ყოფნის საფუძვლის და საქმიანობის მიხედვით – სასწავლო ბინადრობის ნებართვით საქართველოში სარგებლობს 35 000 სტუდენტი. დამატებით 2000 სტუდენტი იმყოფება სხვა საფუძვლით, სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვით საქართველოში. 37 000 სტუდენტიდან 35 040-ს აქვს მინიჭებული სასწავლო ბინადრობის ნებართვა. სასწავლო ბინადრობის ნებართვის წილი საერთო მაჩვენებელში არის 32,65%.

რაც შეეხება უშუალოდ განათლების სფეროს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის უცხოელი სტუდენტების ყოფნა საქართველოში, მინდა გაგიზიაროთ ეკონომიკური მონაცემები – ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში არის 1,2 მლრდ ლარი. შესაბამისად, მხოლოდ ამის შედეგად ჩვენს ბიუჯეტში ყოველწლიურად შემოდის 300 მლნ ლარი, მხოლოდ უცხოელი სტუდენტების ყოფნის შედეგად, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენ გახსოვთ, რომ კონკრეტული სუბიექტები, მაგალითად USAID-ი წელიწადში 100 მლრდ დოლარს გვამადლიდა, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არ ხმარდებოდა ქვეყნის განვითარებას, მითუმეტეს, არც ბიუჯეტში შემოდიოდა. მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში შემოდის მხოლოდ ბიუჯეტში 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საქართველოში შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აქ გადახედვის არც საჭიროება და არც მიზანშეწონილობაა,”-განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ბინადრობის ნებართვის სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეების 30%, რომლებიც უცხოელის სტატუსით საქართველოში იმყოფებიან, რეალურად ქართველები არიან.

„რაც შეეხება ბინადრობის ნებართვის გაცემის სტატისტიკას, საქართველოში ბინადრობის ნებართვა არის გაცემული 164 ქვეყნის 107 ათას 307 მოქალაქეზე. დავაზუსტებ, რომ საქართველოში ყოფნის ერთ-ერთი საფუძველია ბინადრობის ნებართვა. რაც შეეხება სტატისტიკას უშალოდ ბინადრობის ნებართვის მიმართულებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან 29.9 % – 32 ათას 129 ადამიანი. აქ მინდა დავაზუსტო, რომ მათი დიდი ნაწილი არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები და ქართული გვარის მქონე პირები. ჩვენ ჩავხედეთ საზღვრის კვეთის სტატისტიკას და გავარკვიეთ, რომ ეს მაჩვენებელი არის დაახლოებით 30%. ანუ, რუსეთის მოქალაქეების 30%, რომლებიც უცხოელის სტატუსით საქართველოში იმყოფებიან, რეალურად ქართველები არიან. მეორე ადგილზეა ინდოეთი – 23 ათას 930 პირზე არის გაცემული ბინადრობის ნებართვა, მათი უმრავლესობა არიან სტუდენტები, რომლებიც საქართველოში სწავლობენ. მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი-6.3%. აქაც უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა არიან საქართველოდან გასული აზერბაიჯანელები, რომლებიც დღეს აზერბაიჯანის მოქალაქეობას ფლობენ და საქართველოში არიან დაბრუნებული. რაც შეეხება უკრაინას, 5.9%-ია, 6 ათას 290 ადამიანია, თუმცა დამატებით ბინადრობის ნებართვის გარეშე ჩვენი სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, ლტოლვილის რეალური სტატუსით საქართველოში ცხოვრობს დამატებით 25 ათასამდე უკრაინელი. მთლიანობაში, საქართველოში უკრაინელების რაოდენობა არის 30 ათასამდე, საიდანაც 6290 ადამიანს აქვს ბინადრობის ნებართვა. 25 ათასამდე უკრაინელს ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა. სომხეთი-4.8%, 5 ათასამდე მეტი ადამიანია. აქაც ჩვენი ვარაუდით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოდან გავიდნენ, მიიღეს სომხეთის მოქალაქეობა და შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში. ბელარუსი-3738 პირს აქვს მინიჭებული ბინადრობის ნებართვა. თურქეთი არის 3.4%, 3645 პირი. ირანი 3.1%, 3331 ირანის მოქალაქეს აქვს მინიჭებული საქართველოში ბინადრობის ნებართვა. სუდანი 2%. ესენი არიან მთლიანად სტუდენტები, რომლებიც სამედიცინო მიმართულებით სწავლობენ საქართველოში. ჩინეთი 1.9%. 2 ათასზე მეტი ჩინეთის მოქალაქე. ესენი არიან ძირითადად სამუშაო ძალა, რომლებიც არსებითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არიან დასაქმებული. იორდანია 1.9%, 2 ათასზე მეტი იორდანიის მოქალაქეა საქართველოში. მათი უდიდესი უმრავლესობა არიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. პაკისტანი 1.5%, 1618 არის რაოდენობა და ისინიც არიან მთლიანად სამედიცინო მიმართულების სტუდენტები, რომლებიც საქართველოში სწავლობენ. ეგვიპტე 1.2% და აქაც თითქმის ყველა არის სამედიცინოს სტუდენტი. აშშ- 1%, 1000 პირზე მეტია ასეთი. ეს არის საერთო სტატისტიკა, რასაც ჩვენ ბინადრობის ნებართვის გაცემის მაჩვენებლებიდან გამომდინარე ვადგენთ. მთლიანობაში, ბინადრობის ნებართვით საქართველოში 107 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე სარგებლობს,”-განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან მკაფიოდ და გამჭვირვალედ.

„ითქვა, რომ მიწებს ვყიდით უცხოელებზე, მინდა, შეგახსენოთ, რომ მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მკაფიოდ და გამჭვირვალედ. ცხადდება ყველაფერთან დაკავშირებით ღია აუქციონები და სწორედ აუქციონების საფუძველზე იყიდება მიწები. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონსტიტუცია ზღუდავს ამ მიწების გასხვისებას უცხოელებზე,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.