უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ კიევის ოლქზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო და დრონების შეტევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. თავდასხმების სამიზნე იყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.
რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შეტევა ოთხ რეგიონს შეეხო. განსაკუთრებით დიდი ზიანი მიადგა ობუხოვისა და ბროვარის რაიონებს. ჯამში დაზიანდა 30-ზე მეტი ობიექტი.
რუსეთის იერიშების შედეგად კიევსა და კიევის ოლქის ბუჩის რაიონში ელექტროენერგია გაითიშა.
თავდასხმების შედეგების ამსახველ ფოტოებს Украинская правда ავრცელებს.




