სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ეს 18 მარტს, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, პროცედურებთან დაკავშირებული დეტალები დამატებით შეთანხმდება და ოფიციალური ინფორმაცია საზოგადოებას 18 მარტის დილიდან მიეწოდება.