სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურება მიმდინარეობს.

მსახურებას ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.

15:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო ფეხით მსვლელობით.    უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს სიონის ტაძარში დღეს დაკრძალავენ.   დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში  მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.   სამების საკათედრო  ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრამდე, კი სადაც  საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დაკრძალვის პროცესია  უნდა გაიმართოს, სამხედროების კორიდორია მოწყობილი.  ჯარისკაცები მთელს პერიმეტრზე დროშებით ხელში არიან განლაგებული.  პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის  ასაკში  გარდაიცვალა.