გაერთიანებული სამეფო აპირებს ქუვეითში “Rapid Sentry” საჰაერო თავდაცვის სისტემის განლაგებას, რათა დაიცვას ბრიტანეთისა და ქუვეითის ინტერესები სპარსეთის ყურეში.
პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ეს საკითხი დღეს ქუვეითის მემკვიდრე პრინც საბაჰ ალ-ხალიდ ალ-საბაჰთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა. სტარტერმა დაგმო ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე ღამის დრონით თავდასხმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ქუვეითსა და რეგიონში ყველა მოკავშირეს.
ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ჰორმუზის სრუტის გავლით გლობალური გადაზიდვების შეფერხების საკითხზე და დადებითად შეაფასეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივეტ კუპერის შეხვედრა, რომლის მიზანიც სტრატეგიული მარშრუტის ხელახლა გახსნა იყო.