3 აპრილს  საინფორმაციო სააგენტო როიტერსს უცნობმა წყარომ  ირანის ნახევრად ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო ”Fars”-ს განუცხადა, რომ თეირანმა უარყო შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება.

წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული წინადადება ოთხშაბათს  მესამე ქვეყნის მეშვეობით გადაეცა ირანულ მხარეს.  დამატებითი დეტალები უცნობია.

ამ ეტაპზე შეერთებული შტატების მხრიდან კომენტარი ან ოფიციალური დასტური თემასთან დაკავშირებით  არ გავრცელებულა.