ისტორიული წყაროები გვამცნობენ რომ ადამიანებმა კოსმოსში მოგზაურობაზე ფიქრი უძველესი დროიდან დაიწყეს, თუმცა გაფრენის პირველი მცდელობები წარუმატებელი ბევრი მიზეზის გამო აღმოჩნდა.

მაშინ ადამიანებში დაგროვილი  ცოდნა ნაწილობრივ უძველესი ცივილიზაციებიდან მომდინარეობდა. ჯერ კიდევ ათასობით  წლის წინ მზის, მთვარისა და პლანეტების მოძრაობას დროის დასადგენად იყენებდნენ. 

ცნობილია ისიც, რომ ცაზე დაკვირვება და მის მიღმა არსებული სამყაროს შესწავლა ბევრი მეცნიერის ოცნება იყო. კოსმოსის კვლევის მცდელობებზე კაცობრიობის ისტორიას უამრავი ლიტერატურული, მუსიკალური და მითოლოგიური მასალა მოეპოვება. ამ ისტორიულ არქივს მიეკუთვნება ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი მითი, რომლის მიხედვითაც დედალოსმა და იკაროსმა ასაფრენად ცვილისა და ბუმბულისგან დამზადებული ფრთები გამოიყენეს, თუმცა როდესაც იკაროსი მზესთან ზედმეტად ახლოს მივიდა ცვილი დადნა, თავად  მითოლოგიური გმირი დამწვრობებს გადაურჩა თუმცა  ჩამოვარდა. 

შუა სუკუნეებში ციურ სხეულებს შორის ყველაზე ხშირად დედამიწასთან ახლოს მდებარე ობიექტებით ინტერესდებოდნენ.  სწორედ ამის გამო მთვარეზე მოგზაურობის შესახებ ყველაზე ბევრი გამოგონილი ამბავი არსებობს. მაგალითად ერთ-ერთი ცნობილი – მეჩვიდმეტე საუკუნის დროინდელი ამბავი მოგვითხრობს გარეული ბატებით მთვარეზე გაფრენის შესახებ. 

ცნობილია ისიც, რომ მეჩვიდმეტე საუკუნემდე ადამიანებს სჯეროდათ რომ სამყაროში ყველაფერი დედამიწის გარშემო ბრუნავდა. იტალიელმა ასტრონომმა გალილეო გალილეიმ ისტორიაში პირველი ტელესკოპის მეშვეობით აღმოაჩინა რომ დედამიწა სამყაროს ცენტრი არ არის.

კოსმოსი, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები მწერლების, პოეტებისა თუ მუსიკოსებისთვის ყოველთვის შთაგონების წყარო იყო. 1916 წელს შვედმა კომპოზიტორმა გუსტავ ჰოლსტმა შექმნა საორკესტრო ნაწარმოები ‘’პლანეტები’’, 1964 წელს კი მომღერაალმა ფრენკ სინატრამ სიმღერა fly me to the moon შეასრულა.

ერთი საუკუნით ადრე კი მწერალი ჟიულ ვერნი წერდა ადამიანებზე, რომლებიც მთვარეზე გიგანტური ქვემეხებიდან გასროლის შედეგად მოხვდნენ. 

1930-იანი წლებიდან 1950-იანი წლების ჩათვლით კოსმოსის თემაზე შეიქმნა უამრავი კომიქსი, რომელთა მთავარი გმირებიც უცხოპლანეტელები იყვნენ. 

1927 წლიდან კი კოსმოსში მოგზაურობაზე მეოცნებეთა კლუბები შეიქმნა გერმანიაში, ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში. ბრიტანული კლუბის წამყვანი ფიგურა მწერალი არტირ კლარკი იყო, რომლის იდეებმაც კოსმოსის კვლევაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. კლარკმა გლობალური კომუნიკაციის მიზნებისთვის ხელოვნური თანამგზავრის გამოყენება იწინასწარმეტყველა. თავის წიგნებსა და სტატიებში მწერალი კოსმოსურ მომავალს აჩვენებდა. მისი ნაწარმოების მიხედვით 2001 წელს გადაიღეს ფილმი ‘’კოსმოსური ოდისეა’’.

1960-70-იანი წლების მოდასა და პოპმუსიკაზეც აშკარაა კოსმოსის ეპოქის გავლენა. დევიდ ბოუიმ საკუთარ თავს ზიგი სტარდასტი უწოდა.ბრიტანეთის მუსიკალურ სცენას უცხოპლანეტელი მოევლინა – უცნაურ, ექსცენტრიულ, ფერად-ფერად და ბრჭყვიალა სასცენო კოსტიუმებში გამოწყობილი, ცეცხლოვან-ნარინჯისფერთმიანი და უსაზღვროდ ქარიზმატული ზიგი სტარდასტი – არც ქალი, არც მამაკაცი; მარსიდან დედამიწაზე მოვლენილი მხსნელი, რომელსაც კაცობრიობის ბანალურობისგან გათავისუფლების მისია ჰქონდა დაკისრებული.

ზიგი სტარდასტი ინგლისელი მუსიკოსის, დევიდ ბოუის, პირველი სასცენო ნიღაბი, ფსევდონიმი თუ ალტერ-ეგო იყო. ის წერდა სიმღერებს როგორიცაა ‘’Is there life on Mars? – არის სიცოცხლე მარსზე?’’