„თუ ცეცხლის შეწყვეტაზე ვსაუბრობთ, რა უნდა მოვიმოქმედოთ იარაღის მარაგთან დაკავშირებით, რომელიც ყოველდღიურად შედის აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან? წინააღმდეგ შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის უპირატესობას მოიტანს. უკრაინა გააგრძელებს სრულ მობილიზაციას და ფრონტის ხაზზე ახალ ჯარებს გადაიყვანს. რატომ უნდა მივცეთ მსგავსი უპირატესობა უკრაინას?

პრეზიდენტი პუტინი ყველაფერს აკეთებს პრობლემის მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით მოგვარებისთვის, მაგრამ მშვიდობიანი და დიპლომატიური საშუალებების არარსებობის შემთხვევაში, ჩვენ იძულებულები ვართ სამხედრო ოპერაცია გავაგრძელოთ. ისინი მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისთვის მზად არ არიან“, -ამის შესახებ კრემლის პრესპიკერმა,დიმიტრი პესკოვმა  ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.