“ მივიღე გადაწყვეტილება, გავახანგრძლივოთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ვიდრე ირანის წინადადება არ იქნება წარმოდგენილი და განხილვები არ დასრულდება, “ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, სამხედრო ძალებს ბლოკადის გაგრძელების შესახებ მისცა მითითება. „იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ხელისუფლება სერიოზულად არის გახლეჩილი, რაც მოულოდნელი არ არის, პაკისტანის ფელდმარშალ ასიმ მუნირისა და პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ გვთხოვეს, შევაჩეროთ ირანის წინააღმდეგ დარტყმები, ვიდრე მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას შეიმუშავებენ. შესაბამისად, მივეცი მითითება ჩვენს სამხედრო ძალებს, გააგრძელონ ბლოკადა და ყველა სხვა მიმართულებით დარჩნენ სრულ მზადყოფნაში. ასევე მივიღე გადაწყვეტილება, გავახანგრძლივოთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ვიდრე მათი წინადადება არ იქნება წარმოდგენილი და განხილვები არ დასრულდება ამა თუ იმ გზით“, – აღნიშნავს ტრამპი. ცნობისთვის, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 22 აპრილს იწურებოდა. “ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება არის დროის მოგების ხერხი,” – ამის შესახებ კი ირანის პარლამენტის სპიკერისა და მთავარი მომლაპარაკებლის, მოჰამედ ღალიბაფის მრჩეველმა, მაჰდი მოჰამადმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ტრამპის მიერ ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება არაფერს ნიშნავს. წაგებულ მხარეს არ შეუძლია პირობების განსაზღვრა. ბლოკადის გაგრძელება არ განსხვავდება დაბომბვისგან და მას სამხედრო პასუხი უნდა გაეცეს. ამავდროულად, ტრამპის მიერ ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება უდავოდ არის დროის მოგება მოულოდნელი დარტყმისთვის. ირანის მიერ ინიციატივის აღების დროა“, – აღნიშნა მოჰამადიმ.