უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში  იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრას მართავს.

როგორც ზელენსკი აცხადებს, ვიზიტისას უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის  ხუთ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაზე იმუშავებენ.  ამასთან, მისივე თქმით, განიხილება  თანამშრომლობის საკითხები თავდაცვისა და ენერგეტიკის  სფეროებში.    ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ   განაცხადა, რომ  შეხვდა უკრაინელ ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც აზერბაიჯანში საჰაერო თავდაცვის გამოცდილების გასაზიარებლად  გაიგზავნა.   უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ეს აზერბაიჯანში პირველი ვიზიტია.