აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანისგან მიიღო გარანტიები, რომ ბირთვულ იარაღს არ შექმნიან. დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ ნებისმიერი შეთანხმების პრიორიტეტებს შორისაა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შემუშავების შეჩერება და ბლოკირებული ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა. „ერთადერთი გარანტია, რაც მე უნდა მქონდეს, არის ის, რომ ბირთვული იარაღი არ იქნება. ისინი ამაზე დათანხმდნენ და ეს ძალიან საინტერესო იყო“, – განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, ირანთან შეთანხმების დადებას არ ჩქარობს და რომ შეერთებული შტატები მიიღებს იმას, რაც სურს. „არსად მეჩქარება. ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად მივიღებთ იმას, რაც გვინდა და თუ ვერ მივიღებთ, სხვანაირად დავასრულებთ“, – განაცხადა ტრამპმა.