ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში მდებარე 900-წლიანი ისტორიის მქონე ბოფორტის ციხე და მის გარშემო არსებული სტრატეგიული ქედი დაიკავეს . განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმების გამო რამდენიმე რაიონში სკოლები დაიხურა და უსაფრთხოების დამატებითი ზომები ამოქმედდა. ისრაელის სამხედროების ცნობით, ოპერაციის მიზანი იყო ბოფორტის ქედსა და ვადი ალ-სალუკის რაიონზე კონტროლის დამყარება, ასევე „ჰეზბოლას“ სამხედრო ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების შესუსტება. ოპერაციის დროს ერთი ისრაელელი სამხედრო დაიღუპა. ისრაელის განცხადებით, ბოფორტის ქედიდან „ჰეზბოლა“ არაერთ თავდასხმას ახორციელებდა. სამხედროების თქმით, ამ ტერიტორიიდან ისრაელის ქალაქებისა და სამხედრო პოზიციების მიმართულებით ასობით რაკეტა და სხვა ჭურვი იყო გაშვებული.