ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების აღსანიშნად პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 22 000 პოლიციელი იყო მობილიზებული, მათგან 8 000 – პარიზში.  პარიზში, სტადიონ „პარკ დე ფრანსთან” ახლოს პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის შეტაკებები მოხდა.  ფრანგული მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველების მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.  პარიზის პოლიციის მონაცემებით, არეულობის დროს 79 ადამიანი დააკავეს. დაზიანდა ექვსი ავტომობილი და ორი კომერციული ობიექტი, დაშავდა ერთი პოლიციელი.  ცნობისთვის,  „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო.