ლიბანში ისრაელის იერიშების გამო ირანი აშშ-სთან კომუნიკაციას წყვეტს, – ინფორმაციას Sky News-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ირანის მომლაპარაკებელთა ჯგუფი შუამავლების მეშვეობით აშშ-სთან შეტყობინებების გაცვლას წყვეტს. ასევე, გამოცემის ინფორმაციით, ირანი და „წინააღმდეგობის ფრონტი“ ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეებს „სრულად დაკეტავს“. ცნობისთვის, მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებად ბეირუთის სამხრეთ უბნებზე დარტყმების ბრძანება გასცა.