“საქართველოში დენგეს ადგილობრივი შემთხვევა არასდროს ყოფილა. შემოტანილი შემთხვევები ყოველწლიურად გვაქვს, შეიძლება წელიწადში რვამდე იყოს, “ – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პაციენტი, რომელსაც დენგეს ვირუსი დაუდასტურდა, გამოჯანმრთელებულია და თავის ქვეყანაში დაბრუნდა. ამასთან, როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, საქართველოში დენგეს ვირუსის გავრცელების რეალური რისკი არ არსებობს.
ცნობისთვის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა.