რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ცხედრები ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იპოვეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც ცხედრები მდინარიდან ამოიყვანეს და შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ამ ეტაპზე უცნობია გარდაცვლილთა ვინაობა და სიკვდილის მიზეზი. მომხდარის გარემოებების დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.