“ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ, – ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს. მისი ცნობით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კიევში დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ლიდერები იმყოფებიან.  „დამოუკიდებლობის დღის წინ ვგრძნობთ, რომ მარტო არ ვართ. ჩვენი მოკავშირეები ჩვენთან არიან“, – წერს სიბიგა X-ზე. სიბიგას ცნობით, ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს უკრაინა ეროვნული დროშის დღეს, ხოლო 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.