ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები   მიმდინარეობს.   12 მილიონზე მეტ რეგისტრირებულ ამომრჩეველს ხმის მიცემა ქვეყნის მასშტაბით სულ 10 400-ზე მეტ საარჩევნო უბანზე შეეძლება.   ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე დაიწყო, საარჩევნო უბნები კი 20:00 საათზე დაიხურება.   ახალი კონსტიტუციის ფარგლებში, პირველ საყოველთაო არჩევნებში ერთპალატიანი პარლამენტის 145 დეპუტატს აირჩევენ.   ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებენ საზღვარგარეთ მცხოვრები ყაზახეთის მოქალაქეებიც, რომლებიც ხმის მიცემას 61 ქვეყნის 79 საარჩევნო უბანზე შეძლებენ.  ცნობისთვის, პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.