რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტი უსაფრთხოების სამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება.
როგორც The Washington Post-ი წერს, გამოცემის კითხვაზე, რა იყო რეტკლიფის ვიზიტის მიზანი, პესკოვმა განაცხადა, რომ ის „უსაფრთხოების სამსახურებს შორის კონტაქტებს“ უკავშირდება.
რეტკლიფის ვიზიტის სხვა დეტალები რუსეთისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს არ გაუვრცელებიათ.
შეგახსენებთ, გუშინ ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ CIA-ის დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვში ჩავიდა.