უკრაინის დამარცხება ყოველდღიურად უფრო და უფრო ახლოვდება და კიევი ამას კარგად აცნობიერებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ყოველი დღე ამ დამარცხებას აახლოებს. კიევში ამას შესანიშნავად ხვდებიან“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ფრონტის ყველა მიმართულებაზე წინ მიიწევენ და სამხედრო მოქმედებების დინამიკა მოსკოვისთვის პოზიტიურია.

„რუსეთი ფრონტის ყველა მიმართულებაზე წინ მიიწევს, ეს წინსვლა აშკარაა, დინამიკა პოზიტიურია“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ წინაშე დასახული ამოცანების შესრულებაა. ამასთან, მოსკოვი ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებასაც პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს.

„ჩვენი პრიორიტეტია სპეციალური სამხედრო ოპერაციის წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტა. ეს ნომერ პირველი ამოცანაა. ასევე, ჩვენს კონტინენტზე, ევროპის კონტინენტზე ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა“, – აღნიშნა პესკოვმა.