ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ მუსლიმურ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს, „ნამდვილი მტრის“ წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ხამენეის Telegram-ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ წერილობით მიმართვაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი პირი ან ძალა, რომელიც მუსლიმებს შორის დაპირისპირებასა და განხეთქილებას უწყობს ხელს, „შეგნებულად თუ შეუგნებლად, ისლამის მტრების“ ინტერესებს ემსახურება.
„ჩემი დაჟინებული და არაერთხელ გამოთქმული რეკომენდაცია ისლამური ქვეყნების, განსაკუთრებით კი დასავლეთ აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მმართველებისადმი, არის: ამოიცანით თქვენი ნამდვილი მტერი, გაიგეთ მისი გეგმა და დაუპირისპირდით მას“, – განაცხადა ხამენეიმ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც ექვსი თვის წინ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების დროს დაიჭრა.