ნაფიცმა მსაჯულებმა ბანდის ყოფილი მეთაური, 63 წლის დუეინ „კეფ დი“ დევისი რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 12-კაციანმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თითქმის სამსაათიანი მსჯელობის შემდეგ დევისი ერთხმად სცნო დამნაშავედ სასიკვდილო იარაღის გამოყენებით პირველი ხარისხის მკვლელობაში.
ცნობილ რეპერს 1996 წლის 7 სექტემბერს ლას-ვეგასში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს და დაჭრეს. ის 6 დღის შემდეგ გარდაიცვალა.
დევისი 2023 წელს დააკავეს და რეპერის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. სასამართლო პროცესი ლას-ვეგასში მიმდინარეობდა.
დუეინ დევისს სამუდამო პატიმრობა ემუქრება, პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე.
ის ბრალს არ აღიარებდა და ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ საქმესთან ან მკვლელობასთან მისი კავშირის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა.