რუსეთის ძალებმა ოდესაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ქალაქის ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

„რთული ღამე იყო ოდესისთვის. მტერმა ქალაქზე კიდევ ერთი მასშტაბური შეტევა განახორციელა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა ლისაკმა.

ოდესის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა 24-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ოფისები და სასწავლო დაწესებულებები.