აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირლანდიაში ჩავიდა.
დონალდ ტრამპი ირლანდიაში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა.
დუბლინის აეროპორტში დონალდ ტრამპს ირლანდიის ვიცე-პრემიერი, საიმონ ჰარისი დახვდა.
ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი პრეზიდენტ კეთრინ კონოლისა და პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინს შეხვდება.
მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტი კლერის საგრაფოში გაემგზავრება, სადაც გოლფის ტურნირს, „ირლანდიის ღია პირველობას“ დაესწრება.