იტალიის პროკურატურამ Amazon-ის ევროპულ შვილობილ კომპანიასა და მის ორ ხელმძღვანელს შეატყობინა, რომ მათ შესაძლოა სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწიოთ.

Reuters-ის ინფორმაციით, საქმე ჩინეთიდან იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციისას დამატებული ღირებულების გადასახადისა და საბაჟო მოსაკრებლების შესაძლო გადაუხდელობას ეხება.

მილანის პროკურატურის გამოძიების თანახმად, Amazon-ის სავაჭრო და ლოგისტიკური სისტემის მეშვეობით იტალიაში მილიონ-ნახევარზე მეტი პროდუქტი შევიდა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, სავარაუდოდ, საბაჟო მოთხოვნების სათანადო შესრულების გარეშე.

გამოძიების ფარგლებში გადაუხდელი იმპორტის დღგ-ის სავარაუდო მოცულობა 3 მილიონ 520 ათას ევროს აღემატება. დამატებითი საბაჟო გადასახადების ოდენობა ჯერ დგინდება.

საქმეში სულ 70 ეჭვმიტანილი ფიგურირებს, მათ შორის ონლაინმოვაჭრეები.

Amazon ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საკუთარ პოზიციას სამართლებრივი გზით დაიცავს.

reuters.com